მსოფლიოტექნოლოგიები

SpaceX-მა სტარშიფი პირველად დასვა წარმატებით, თუმცა რაკეტა მაინც აფეთქდა

SpaceX სტარშიფი

SpaceX-მა საკუთარი ხომალდის, SN10 სტარშიფის პროტოტიპი წარმატებით დასვა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, ის მაინც აფეთქდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აფეთქებისა, SpaceX-მა სტარშიფის პროტოტიპი პირველად დასვა წარმატებით.

რაკეტა დედამიწაზე მას შემდეგ დაჯდა, რაც 10 კმ სიმაღლეზე ავიდა და უკან ულამაზესად დაეშვა. სპეციალურ პლატფორმაზე პროტოტიპი ვერტიკალურად დაეშვა, მაგრამ ოდნავ გადახრილად, სავარაუდოდ, დამშვები ფეხების გარკვეული ხარვეზის გამო.

ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, რა გახდა კატასტროფის მიზეზი, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ პროტოტიპი საერთოდ დაჯდა, წარმოუდგენლად იმედისმომცემი ნიშანია. სტარშიფი ის რაკეტაა, რომელზეც SpaceX-ი მარსზე გამგზავრების იმედებს ამყარებს.

შეგიძლიათ, უყუროთ სრულ ვიდეოს:

სტარშიფის დაახლოებით 10 კმ სიმაღლეზე გაშვებისა და შემდეგ უკან დაჯდომის წინა მცდელობებიც დასაჯდომ პლატფორმაზე აფეთქებით დასრულდა. ამ ეტაპზე, პროტოტიპი სულ მცირე დაჯდომის პირველ ეტაპს გადაურჩა და შესაბამისად, ეს უკვე პროგრესია.

გაშვება პირველად 3 მარტის დილით იყო დაგეგმილი, SpaceX-ის ტეხასის პლატფორმიდან, მაგრამ გარკვეული ხარვეზის გამო, მცდელობა უკანასკნელ წუთში გაუქმდა.

ილონ მასკის განცხადებით, საბორტო კომპიუტერმა მიიღო მონაცემები, რომელიც იუწყებოდა, რომ ძრავა მოსალოდნელზე უფრო ჩქარა მუშაობდა.

ამის დარეგულირება ფრენის პროგრამულმა უზრუნველყოფამ შეძლო და სწორედ ამიტომ მოხერხდა გაშვების მეორე მცდელობის ასე სწრაფად განხორციელება.

მართალია, წარმატებით სტარშიფის წინა პროტოტიპებიც არის გაშვებული, მაგრამ დაჯდომის მომენტში ყველა მათგანი აფეთქდა. ამჯერად, მასკის შეფასებით, რომ სტარშიფის პროტოტიპს დაჯდომისას გადარჩენის 60-პროცენტიანი შანსი ჰქონდა.

კოსმოსურ მოგზაურობათა ხარჯების დრამატულად შესამცირებლად, SpaceX-ს სურს, რომ რაკეტები მრავალჯერადი გამოყენების იყოს, „ფალკონ 9-ის“ მსგავსად, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წარმატებით ააქვს ტვირთი, აჰყავს და ჩამოჰყავს ასტრონავტები.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge

თქვენი რეაქცია

ძალიან მომწონს
0
კმაყოფილი ვარ
0
ნეიტრალურად ვარ
0
გაურკვევლად ვარ
0
გაბრაზებული ვარ
0
მეცნიერება

ჯანმოს ხელმძღვანელი კორონავირუსის ვაქცინით აიცრა

“მოვიდა ჩემი რიგიც … გთხოვთ აიცრათ, როცა თქვენი რიგი მოვა” ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ტედ­როს ...
ვაქცინაცია
მსოფლიო

შეუძლიათ თუ არა დამსაქმებლებს მოსთხოვონ თანამშრომლებს COVID-19 ვაქცინაცია?

ექსპერტები აზიარებენ დეტალებს სავალდებულო ვაქცინის პოლიტიკის განხორციელების შესახებ როდესაც 2020 წლის დეკემბერში აშშს მიერ დაიწყო ...
Facebook: ''ავსტრალიელი ბავშვები არიან'' თამბაქოსა და ალკოჰოლის რეკლამების აუდიტორია
საზოგადოება

Facebook: ”ავსტრალიელი ბავშვები არიან” თამბაქოსა და ალკოჰოლის რეკლამების აუდიტორია

Facebook-მა დაამტკიცა რეკლამები, რომლებიც აუდიტორიად ირჩევს თინეიჯერ ბავშვებს, რომელთა ინტერესებშია აზარტული თამაშები, მოწევა და მკვეთრი ...
სამსუნგი მოგებას ზრდის
ტექნოლოგიები

Samsung-ის ტელეფონების მოგების ზრდა პანდემიის დაწყებიდან

Samsung Electronics-მა 2018 წლის შემდეგ პირველი ძლიერი კვარტალური მოგება გამოაცხადა ძლიერი მობილური გაყიდვებიდან გამოდინარე, რომელსაც ...

Leave a reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may also like