პოლიტიკა

6-თვიანი ბოიკოტი დასასრული – ოპოზიცია პარლამენტში მივიდა

ოპოზიცია პარლამენტში შევიდა

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტში მი­ვიდ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლით მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი­სად­მი მათი თით­ქმის 6-თვი­ა­ნი ბო­ი­კო­ტი დას­რულ­და.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წევრები პარლამენტში მივიდნენ. სხდომაზე შესვლამდე მათ საგანგებო განცხადება გააკეთეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან, შეთანხმების დოკუმენტის პუნქტები არ დაირღვევა.

ოპოზიცია ასევე იმედოვნებს, რომ მალე გათავისუფლდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია.

“იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი, ასევე მისი სულისკვეთება, არ დაირღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ასევე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში, კონკრეტულად, დღეს ჩვენ ვნახავთ, ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას და უახლოეს დღეებში იმედი მაქვს, ვნახავთ გათავისუფლებულ ნიკა მელიას, რაც შესაძლებლობას მისცემს სრულ ოპოზიციურ სპექტრს, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას და ჩვენ ერთად შევძლებთ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას და განხორციელებას, მისი სულისკვეთების და არა მხოლოდ იმ ჩანაწერების, რაც გაკეთდა შეთანხმებაში”- თქვა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა აღნიშნა, რომ უხალოეს დღეებში ნიკა მელიას ციხეში მოინახულებს. მისი თქმით, დიდი სურვილი აქვს, რომ მელია აღდგომას ოჯახთან შეხვდეს.

“ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ოპოზიცია პარლამენტში მივიდა იმისთვის, რომ ამინსტიის კანონი დიაინიცირდეს და დოკუმენტში გათვალისწინებული პუნქტების შესრულება. მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები ოქტომბერში აუცილებლად გაიმართება.

დღეს, 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა პარლამენტში შევა. 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში რეგისტრაციას გაივლიან.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მის­ვლას, ად­გილ­ზე მყო­ფი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. შე­სა­ბა­მი­სად, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე მო­უ­წი­ათ.

მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მი­სა­მარ­თით სკან­დი­რებ­დნენ: “უნა­მუ­სო“, “მონა“. ასე­ვე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს მი­მარ­თავ­დნენ შე­კი­თხვით: “რა­ტომ მიგ­ვა­ტო­ვეთ“, რა­ზეც მათი პა­სუ­ხი იყო, რომ “არ მი­უ­ტო­ვე­ბი­ათ“.

თქვენი რეაქცია

ძალიან მომწონს
0
კმაყოფილი ვარ
0
ნეიტრალურად ვარ
0
გაურკვევლად ვარ
0
გაბრაზებული ვარ
0
ვაქცინაცია
მსოფლიო

შეუძლიათ თუ არა დამსაქმებლებს მოსთხოვონ თანამშრომლებს COVID-19 ვაქცინაცია?

ექსპერტები აზიარებენ დეტალებს სავალდებულო ვაქცინის პოლიტიკის განხორციელების შესახებ როდესაც 2020 წლის დეკემბერში აშშს მიერ დაიწყო ...
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა

“უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

“მე უნდა მო­მე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად ჩა­მოვ­დი­ო­დე ჩემს ქვე­ყა­ნა­ში და მქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემს მხარ­დამ­ჭე­რებ­თან, ჩვენ ამომ­რჩე­ველ­თან ...
ირაკლი ღარიბაშვილი
საზოგადოება

Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიღებთ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველო Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს. ამ თემაზე ღარიბაშვილი Pfizer-ის სამეთვალყურეო ...
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა

კობახიძე მელიაზე – ეს არაა კაცური საქციელი, თანახმაა გირაოზე, ოღონდ არ იყოს ამნისტია

“როდესაც მელია ამბობს იმას, რომ ის მზადაა უკვე გირაო აღიაროს, გამოვიდეს, ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ...

Leave a reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may also like