კულტურასაზოგადოებაშოუბიზნესი

კახი კავსაძე, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა, გარდაიცვალა

კახი კავსაძე

ქარ­თუ­ლი კინოსა და თეატრის ლეგენდარუ­ლი მსა­ხი­ო­ბი, კახი კავ­სა­ძე 85 წლის ასაკში გარ­და­იც­ვა­ლა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. მან კო­რო­ნა­ვირუ­სი დაამარცხა, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ, ისევ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კავ­სა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის “ფე­ის­ბუქ’ გვერ­დზეც წე­რენ:

“რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის, კახი კავ­სა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ გან­სვე­ნე­ბუ­ლის ოჯახს.

კახი კავ­სა­ძე და­ი­ბა­და 1935 წელს. და­ამ­თავ­რა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი.რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო1959 წლი­დან.”

წყარო: Facebook

ბიოგრაფია

კახი კავ­სა­ძე 1935 წლის 5 ივ­ნისს და­ი­ბა­და. მან 1959 წელს და­ამ­თავ­რა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი და გახ­და რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. კი­ნო­ში მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა 50–იანი წლე­ბი­დან, არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი (1981), ქა­ლაქ დუ­შან­ბეს სა­კავ­ში­რო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი (1989).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი თე­ატ­რა­ლუ­რი რო­ლე­ბია: ადა­მი ( “ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია“ ), თა­ვა­დი კო­წია ( “გუ­შინ­დელ­ნი“ ), დევ­და­რი­ა­ნი ( “საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა“ ), ილი­კო ( “მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი“ ), სი­მონ ჩა­ჩა­ვა ( “კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე“ ), ლორდ ჰას­ტინგსი ( “რი­ჩარდ III“ ), კენ­ტი ( “მეფე ლირი“ ), რას­პუ­ტი­ნი ( “კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე“ ), ბა­ტო­ნი დევი (“მერე რა, რომ სვე­ლია სვე­ლი ია­სა­მა­ნი“).

 

თქვენი რეაქცია

ძალიან მომწონს
0
კმაყოფილი ვარ
0
ნეიტრალურად ვარ
0
გაურკვევლად ვარ
0
გაბრაზებული ვარ
0

Leave a reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may also like