პოლიტიკა

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეა

კახა კუჭავა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა 86 ხმით 6 ხმის წინააღმდეგ აირჩია პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა.

კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. იგი ამ პოზიციაზე  საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტია “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.

მის კანდიდატურას სხდომათა დარბაზში მხარდაჭერა გამოუცხადეს “მოქალაქეებმა” და “ევროპელმა სოციალისტებმა”.

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა 3 დღის წინ, 24 აპრილს დატოვა. ამავე დღეს “ქართულმა ოცნებამ” სპიკერად კახა კუჭავა წარადგინა.

კახაბერ კუჭავა დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს.

მას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ინგლისში. 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ხოლო 2003 წელს მიენიჭა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტის მიერ.

მისი ბიოგრაფია შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ: ქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე

თქვენი რეაქცია

ძალიან მომწონს
0
კმაყოფილი ვარ
0
ნეიტრალურად ვარ
0
გაურკვევლად ვარ
0
გაბრაზებული ვარ
0
ვაქცინაცია
მსოფლიო

შეუძლიათ თუ არა დამსაქმებლებს მოსთხოვონ თანამშრომლებს COVID-19 ვაქცინაცია?

ექსპერტები აზიარებენ დეტალებს სავალდებულო ვაქცინის პოლიტიკის განხორციელების შესახებ როდესაც 2020 წლის დეკემბერში აშშს მიერ დაიწყო ...
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა

“უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

“მე უნდა მო­მე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად ჩა­მოვ­დი­ო­დე ჩემს ქვე­ყა­ნა­ში და მქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემს მხარ­დამ­ჭე­რებ­თან, ჩვენ ამომ­რჩე­ველ­თან ...
ირაკლი ღარიბაშვილი
საზოგადოება

Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიღებთ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველო Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს. ამ თემაზე ღარიბაშვილი Pfizer-ის სამეთვალყურეო ...
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა

კობახიძე მელიაზე – ეს არაა კაცური საქციელი, თანახმაა გირაოზე, ოღონდ არ იყოს ამნისტია

“როდესაც მელია ამბობს იმას, რომ ის მზადაა უკვე გირაო აღიაროს, გამოვიდეს, ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ...

Leave a reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may also like